სანთლები და ყვავილები - ბათუმში, ტრაგედიის ადგილას ხალხი იკრიბება

10.10.21 13:01
სანთლები და ყვავილები - ბათუმში, ტრაგედიის ადგილას ხალხი იკრიბება

ბათუმში 26 მასიის ქუჩაზე, ტრაგედიის ადგილას ხალხი იკრიბება. გარდაცვლილების ახლობლებსა  და მოქალაქეებს შემთხვევის ადგილას ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილი 10 წლის გოგონას, ანასტასია დავლაძის თანაკლასელები, მათი მშობლები  და მასწავლებლები.

მასწვალებლის თქმით, ანასტასია სკოლაში 2 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა ტრაგედია 12 საათზე მოხდა.

ბათუმელები პასუხისმგებლობას მომხდარ ტრაგედიაზე ხელისუფლებას აკისრებენ.

მსგავსი სიახლეები