სასამართლოში ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესი მიმდინარეობს

13.08.25 12:14
სასამართლოში ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იხილავს. 

  • რუსეთის მოქალაქეებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან.

სხდომაზე ამ წუთებში ბრალდების მხარე ნივთიერ მტკიცებულებებს იკვლევს. პროკურორმა ნუგზა ჭიტაძემ სასამართლოზე  დალუქული ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა. თავდაპირველად, ჭიტაძემ გახსნა ნარკოტიკის შეფუთვიდან აღებულ ანაწმენდები, რომელიც სხვა ნივთიერი მტკიცებულებების მსგავსად საგულდაგულდაა დალუქული. პაკეტების გახსნის პროცესს აკვირდებიან ადვოკატები.

პარალელურად კი, ცნობილი ხდება, რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატები თქმით, ბრალდებულს ხერხემლის უმძიმესი ტკივილები აქვს, რის გამოც სიარული, დაჯდომა და ფეხზე დგომაც უჭირს. უფლებადამცველები დახმარებას ითხოვენ, თუმცა პატიმარი კლინიკაში არ გადაჰყავთ.

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები