ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

13.08.25 13:39
ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

თბილისში საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე გადადის.

  • რუსეთის მოქალაქეებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. დაკავებულებს მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან.

დღეს პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ სასამართლოში ნივთმტკიცებად წარმოადგინა პაკეტი, სადაც ნარკოტიკული საშუალება იყო დალუქული.

კიდევ ერთ სპეცპაკეტში იდო ელექტროსასწორი. პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ სასწორზე წონიდნენ ნარკოტიკს ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ამ პაკეტში იდო სასწორიდან აღებული ანაწმენდიც.

ბრალდებულებმა თქვეს, რომ ექსპერტიზის დროს წარმოდგენილ ფოტოებზე სხვა სასწორი იყო,პროკურორის მიერ წარმოდგენილი სასწორი კი სხვაა. 

ყველაზე დიდი კითხვსი ნიშანი არის ის, რომ როგორც მითითებულია ოქმში, სასწორდ ჰქონდა სხვადასხვა ტიპის ლაქები, როდესაც ამოიღეს, პოლიციელებმა ეს ასე დაწერეს, თუმცა ამჟამად წარმოდგენილი სასწორი სასამართლო პროცესზე იყო აბსოლუტურად სუფთა, არავითარი ლაქები მას არ ჰქონდა. არავითარი კვალი ნარკოტიკისა მასზე არ აღინიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაწმინდეს კვალის წაშლის მიზნით ან თავის დროზე შედგენილი ოქმი არის ყალბი.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს არ ეყო ძალაუფლება სასამართლოზე, რომ ბრალდებულისთვისაც მიეცა შესაძლებლობა, იგივე პრინციპით და წესით გამოეკვლია მტკიცებულებები, როგორც ამას აკეთებს ბრალდების მხარე, რაც არის საპროცესო კანონდებლობის ძალიან უხეში დარღვევა", - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. 

მომდევნო სხდომა ხვალ, 11:00-ზე გაიმართება. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ვარაუდობს, რომ ბრალდებულების დაკითხვასაც მოასწრებს და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვასაც. 

  • აგრეთვე შეგახსენებთმ რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატები თქმით, ბრალდებულს ხერხემლის უმძიმესი ტკივილები აქვს, რის გამოც სიარული, დაჯდომა და ფეხზე დგომაც უჭირს. უფლებადამცველები დახმარებას ითხოვენ, თუმცა პატიმარი კლინიკაში არ გადაჰყავთ.

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები