მოსამართლე ცეკვავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები, ვასო ბერიძე და ნიკოლოზ ტყემალაძე 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
მოძრაობა "თავისუფალი აუდიტორიის" წევრები თვალჭრელიძის ქუჩაზე 24 ივლისს დააკავეს, როცა ისინი შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას აპროტესტებდნენ
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.