როგორ შემოვიდნენ საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი პირები და აფარებდნენ თუ არა ხელს 12 პირს?

13.08.25 20:37
როგორ შემოვიდნენ საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი პირები და აფარებდნენ თუ არა ხელს 12 პირს?

საზარელ დანაშაულებებში მხილებული თურქეთის 12 მოქალაქე საქართველოში წლები ცხოვრობდა. დაკავებულები, რომლებსაც ცეკაპედეს დირექტორის მოადგილე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში ამხელს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხელშეუხებლები იყვნენ და ქუჩაშიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. წარმატებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შესახებაც შსს-მ საზოგადოებას ზარზეიმით ამცნო ინტერპოლის ჩარევის შემდეგ შედგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგით დადგინდა, რომ ორგანიზებულ კრიმინალური დაჯგუფების წევრებსა და ლიდერებზე ძებნა თურქეთის რესპუბლიკამ 5 წლის წინ გამოაცხადა, ამ დროს კი 8 მათგანმა საქართველოში შემოსვლა თავისუფლად მოახერხა. შსს ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენი 4 წევრი ქვეყანაში უკანონოდ შემოიპარა, როგორ უცნობია.

სპეცოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ასაყვანად თურქმა და ქართველმა ძალოვნებმა ბათუმსა და თბილისში ჩაატარეს. ბრიფინგზე შსს-ს არაფერი უთქვამს იმაზე ვინ მფარველობდა, რას საქმიანობდნენ ან როგორ გამოეპარათ მთელი ამ ხნის განმავლობაში სპეცსამსახურებს კრიმინალური დაჯგუფების წევრების არსებობა ქვეყანაში.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები