ხმაურიანი ბრალდებები ვახუშტი მენაბდეს მისამართით
ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ვახუშტი მენაბდეს უპირისპირდება და მას ოჯახთან ერთად "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ამხელს. ანა წითლიძე ასაჯაროებს სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციას, საიდანაც ირკვევა, რომ მენაბდის ოჯახს აქვს ცემენტის ქარხანა, რომელთანაც "ქართული ოცნება" კონტრაქტებს ინტენსიურად დებს.
მოგებული ტენდერები, კავშირები არჩილ თალაკვაძესა და ვახუშტი მენაბდეს შორის, უმყარებთ ნაციონალურ მოძრაობაში პოზიციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვახუშტი მენაბდეა, სწორედ ამ გარიგების გამო არ ისმის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები.
სახელმწიფო შესყიდვებიდან ირკვევა, რომ ვახუშტი მენაბდის ოჯახის კომპანია ტენდერებში მონაწილეობს, სულ მცირე 21 ტენდერი აქვს მოგებული, მათგან 7 გამარტივებული შესყიდვის წესით და ჯამში, 4 მილიონ ლარზე მეტი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული - ამტკიცებენ, რომ ვახუშტი მენაბდე უშუალოდ იყო ჩართული მისი ოჯახისთვის მომგებიანი სქემის დალაგებაში.