სინათლე არ უნდა ჩაქრეს! - ონლაინ მედიები გადარჩენისთვისაც იბრძვიან

13.08.25 20:46
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! - ონლაინ მედიები გადარჩენისთვისაც იბრძვიან

მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი თავისუფალი მედიის და ობიექტური სიტყვის ჩახშობას ცდილობს, დამოუკიდებელი ონლაინმედიასაშუალებები გადარჩენის გზას ძალების გაერთიანებაში ხედავენ. კითხვაზე: რა მოხდება, თუკი აუდიტორია ჩაბნელებულ ეკრანს დაინახავს ყველას სხვადასხვა პასუხი, მაგრამ საერთო სიმართლე აქვს. 

"ქართული ოცნების" პირობებში, დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქობა ემუქრება - იმის საჩვენებლად, თუ რა ხდება ქვეყანაში, როდესაც თავისუფალი ჟურნალისტების ხმა აღარ ისმის, 22 მედიასაშუალების ვებგვერდი რამდენიმე საათით გაითიშა. მიზანი მარტივია: ყველამ გააცნობიეროს და საკუთარი თვალით დაინახოს, რომ თავისუფალი სიტყვა სინათლის სიმბოლოა. 

დაჩქარებული წესით მიღებული მედიის შემზღუდავი კანონები ყველას სხვადასხვა ფორმით შეეხო, თუმცა რადგან "რუსული კანონი" და "ფარას" "ოცნებისეული" ანალოგი დონორების მოზიდვას მაქსიმალურად ზღუდავს, ონლაინ მედიები ყველაფერთან ერთად გადარჩენისთვისაც იბრძვიან.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები