აფხაზეთის ომიდან 33 წელი გავიდა
აფხაზეთის ომიდან 33 წელი გავიდა - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.
აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. ომი 13 თვეს გაგრძელდა. 93 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რეგიონი დღემდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.