საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 30.5% სრულად ვაქცინირებულია

10.10.21 16:20
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 30.5%  სრულად ვაქცინირებულია

 10 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში  სულ ჩატარებულია 1 871 116 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 102 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %.

სრულად ვაქცინირებულია 871 014 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.5 %.

9 ოქტომბერს აიცრა 6 964 ადამიანი.