რუსთავის ციხე ბარიკადების ალყაში - დაწესებულებას რკინის კონსტრუქციები შემოავლეს

10.10.21 17:29
რუსთავის ციხე ბარიკადების ალყაში - დაწესებულებას რკინის კონსტრუქციები შემოავლეს

რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა რუთავის მე-12 ციხეს რკინის კონსტრუქციები შემოავლეს. იმ ადგილებში, სადაც ბარიკადები დააკლდათ, ყვითელი ლენტი გაავლეს.

ბარიკადებშემორტყმილ ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობას განაგრძობს. მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია დღესაც გამართეს და ადგილზე სოფლის ნობათი მიიტანეს.