სასამართლოში თედო აბრამოვის პროცესი მიმდინარეობს - დღეს დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას იტყვის
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის თედო აბრამოვის პროცესი მიმდინარეობს.
დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა.
განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი.
ადვოკატი ისევ ჩვენებებს განიხილავს და ცდილობს სასამართლოს აჩვენოს ის უზუსტობები და განსხვავებები, რაც ერთსა და იმავე ადგილზე, ერთსა და იმავე დროს მყოფი პოლიციელების მონაყოლშია. მისთვის საეჭვოა პატაკიც, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო მოქმედება გადაუდებლად ჩატარდა.
ინგა ჯაბანაშვილს აინტერესებს, საიდან იცოდნენ, რომ თედო აბრამოვი საღამოს სახლიდან გამოვიდოდა და აქციაზე წავიდოდა, როცა ეს ბრალდებულსაც კი არ ჰქონდა თავად გადაწყვეტილი.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.