ძალადობასა და გაუპატიურების მუქარაში გელა გელაძის თანამშრომელია მხილებული - სკანდალური ჩვენება სასამართლოში
გაუპატიურებით მუქარაში და ძალადობაში დღეს პოლიციელი სასამართლო სხდომაზე ამხილეს. პროევროპული აქციების მონაწილე ანასტასია ზინოვკინამ ჩვენება მისი დამკავებელი პოლიციელის - ირაკლი მუხათგვერდელის წინააღმდეგ მისცა. ქალი აქტივისტი, რომელსაც ხელბორკილები ნარკოდანაშაულისთვის დაადეს, დღეს განსასჯელის სკამიდან ყვებოდა, რომ ძალადობის და შევიწროვების მსხვერპლი ათამდე სამართალდამცველის თვალწინ გახდა.
გამოკითხეს თუ არა ძალადობაში, მუქარასა და ნატკოტიკის ჩადებაში მხილებული პოლიციელები, ეს უცნობია. ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის დაკავებიდან 8 თვე ისე გავიდა, რომ არც უკვე გაუქმებულ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და არც პროკურატურას მათთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუცია, ამის გამო ფორმალურად დაწყებული გამოძიების მასალებზე ადვოკატებს წვდომა არ აქვთ.
საქალაქო სასამართლო დღესაც ყურადღების ცენტრში იყო. განსასჯელის სკამზე კიდევ ერთ დარბაზში პოეტი ზვიად რატიანი იჯდა. "ბიძინა ივანიშვილით დაწყებული ეს იყო სილა ყველასთვის" - თქვა დღეს ბრალდებულმა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ზვიად რატიანი მოსამართლე კალინჩეკომ პატიმრობაში დატოვა და მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი თქვა.
სასამართლო სხდომების დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.