კრიტიკა ვაშინგტონიდან - "ქართულ ოცნებას" "ავტორიტარული რეჟიმი" კიდევ ერთხელ უწოდეს

14.08.25 20:37
კრიტიკა ვაშინგტონიდან - "ქართულ ოცნებას" "ავტორიტარული რეჟიმი" კიდევ ერთხელ უწოდეს

"საქართველოსთვის ბნელი დრო დადგა" - "ქართულ ოცნებას" "ავტორიტარული რეჟიმი" კიდევ ერთხელ უწოდეს. ვაშინგტონიდან მძიმე სიგნალები მოდის.

თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი ღიად ამბობს, რომ ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა ახლა გარიყვის კანდიდატია. სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის ახალი ფანჯრის გახსნის შემდეგ, საქართველო თამაშგარეშე მდგომარეობაში რჩება. 

"ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე შტატებისთვის შეუძლებელია საქართველოსთან პარტნიურული ურთიერთობები" - მაიკ კარპენტერი ამბობს, რომ იზოლაციის გზაზე დამდგარი ქვეყანა ვერც ამერიკისთვის და ვერც ევროკავშირისთვის მიმზიდველი ვერ იქნება. 

მაიკლ კარპენტერი ფიქრობს, რომ საქართველოს დასავლურ კურსზე დასაბრუნებლად სტიმულის შექმნა შტატებს სანქცირებით შეუძლია. თეთრი სახლის ყოფილ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირება და მათზე წნეხის გაფართოება ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია რომელიც ვაშინგტონმა სამომავლოდაც უნდა გამოიყენოს. 

ქართული ოცნებისთვის ყველა კრიტიკოსი ომში ჩამთრევია, ამიტომ ტრადიციული ნარატივით გამოემხაურა ივანიშვიის პარტია კრიტიკას ამერიკიდან.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები