შეღებილი ატმებიდან შეღებილ ქათმებამდე - რას ჭამს ხალხი?
შეღებილი ატმებიდან შეღებილ ქათმებამდე - რას ნიშნავს ყვითელი ფერის ქათმის ხორცი. სინთეზური პიგმენტი, რომელიც ხორცს ყვითელ შეფერილობას აძლევს ჯანმრთლეობისთვის საშიშია. ირკვევა, რომ სწორედ ეს დანამატი გამოიყენება, რომ ქათამს გასაყიდი ფერი მისცენ. ის რაზეც გვეუბნებიან, რომ სიმინდზე გაზრდილი ფრინველია, რეალურად ხელოვნურად შეღებილი პროდუქტია.
ქიმიური პიგმენტი თვალის ბადურის ჩამოშლას და ღვიძლის დაზიანებას იწვევს. სურსათის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებლობას იხსნის. ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ხორცში ქიმიურ საღებავებს გამოიკვლევს. შესაბამისად მომხმარებელი ისევ საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ყიდულობს პროდუქტს, რომელმაც შესაძლოა უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.