მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

10.10.21 21:55
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, გაავრცელა. ნიკოლოზ ყიფშიძემ  რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა დაავადებამ, თალასემიამ, შიმშილობით  კიდევ უფრო დაამძიმა. ექიმი არ გამორიცხავს, რომ  საჭირო გახდეს მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი უკვე 10 დღეა, შიმშილობს.