ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მოსამართლე მარიდაშვილმა დაკავებულები პატიმრობაში გაუშვა
ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, ხოლო გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
ბრალდებულებისთვის ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას, სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი მიქაძემ და თქვა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი, მიქაძე სხდომაზე ამტკიცებს, რომ მას მოსალოდნელი დაკავების შესახებ აფრთილებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა არ დაუტოვებია.
ჩემო პოზიცია არის ის რომ არანაირი შემხებლობა არ მაქვს ამ საქმესთან. ვარ შეურაცხყოფილი. მე არაერთხელ გამაფრთხილეს რომ დამაკავებდნენ, მაგრამ არ წავედი. რომ გამიშვათ ახლა აქედან მაინც არსად არ წავალ. ვითხოვ თავისუფლებას! ვარ შეურაცხყოფილი", - განაცხადა მიქაძემ.
შემდეგი პროცესი 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კი 2 დღის წინ, 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ გუშინ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
ასევე ნახეთ პროკურატურის განცხადება: