შეურაცხყოფილი ვარ! - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძის პირველი განცხადება

14.08.25 19:32
შეურაცხყოფილი ვარ! - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძის პირველი განცხადება

საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ლელა მარიდაშვილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

 განსასჯელის სკამზე სხედან - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე (გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან).

ცოტა ხნის წინ სხდომაზე სიტყვით ისარგებლა გიორგი მიქაძემ და თქვა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. 

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი, მიქაძე სხდომაზე ამტკიცებს, რომ მას მოსალოდნელი დაკავების შესახებ აფრთილებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა არ დაუტოვებია. 

ჩემო პოზიცია არის ის რომ არანაირი შემხებლობა არ მაქვს ამ საქმესთან.  ვარ შეურაცხყოფილი. მე არაერთხელ გამაფრთხილეს რომ დამაკავებდნენ,  მაგრამ არ წავედი. რომ გამიშვათ ახლა აქედან მაინც  არსად არ წავალ. ვითხოვ თავისუფლებას! ვარ შეურაცხყოფილი", - განაცხადა მიქაძემ. 

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს - ცოტა ხნის წინ გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატმა სხდომაზე ბრალდებულის გათავისუფლება 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა, 30 ათასი ლარის გირას შუამდგომლობა დააყენა გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემაც ( ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ის საქართველოში არ იმყოფება)

რაც შეეხება მიქაძეების ადვოკატს, მან გიორგი მიქაძის გათავისუფლება მოსამართლეს 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას ითხოვს.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კი 2 დღის წინ, 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ გუშინ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს.

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

ასევე ნახეთ პროკურატურის განცხადება: 

 

მსგავსი სიახლეები