ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - მივა თუ არა გამოძიების კვალი ოთარ ფარცხალაძემდე?
მივა თუ არა გამოძიების კვალი ოთარ ფარცხალაძემდე? - ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული მკვლელიბის საქმის მთავარ შემკვეთს ახლა მთავარი პროკურატურა ეძებს. დაანონსებულია, რომ დაკავებულთა წრე გაიზრდება, იქნება თუ არა ბრალდებულთა შორის ფარცხალაძე? - ორჯერ დასმულ კითხვას პროკურორმა ორივეჯერ გვერდი აუარა.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებია თბილისის ცენტრში მოკლულ ბიზნესმენთან დაპირისპირებაში მყოფი "სხვა პირებიც", თუმცა მისი ვინაობა და არაც ინიციალები ოფიცაილურ განცხადებაში ნახსენები არ არის.
უფრო კონკრეტულად, გამოძიების ვერსიით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს. ოთარ ფარცხალაძის ბლარეულობის გამოვლენას ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მოკლული ბიზნესმენის ოჯახი თვეებია ითხოვს. დაზარალებულის ინტერესების დამცველი ამბობს რომ ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება, საქმე გახსნილად ვერ გამოცხადება.
პირველებმა დღეს იპოვა სასტუმრო, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაიგეგმა. საქმის მასალებით დგინდება რომ თბილისის პროკურატურიდან რამდენიმე მეტრში ამზადებნენ ბიზნესმენის მკვლელობას. სწორედ ამ სასტუმროში შეხვდნენ დაკავებული ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ქილერ, გელა უძილაურს.
სასტუმრო სადაც მკველობა დაიგრგმა ბიზნესმენ ვალერი ბოლაშვილს ეკუთნის. ის ღარიბაშვილის უახლოესი გარემოვვის წევრია.
დეტაკლები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.