ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესის შემდეგ, სასამართლოს დერეფანში დაპირისპირებაა

14.08.25 19:54
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესის შემდეგ, სასამართლოს დერეფანში დაპირისპირებაა

ხმაური და დაპირისპირებაა საქალაქო სასამართლოში. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, ჩხუბი დერეფანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესის შემდეგ "მთაწმინდის საძმომ" სხდომათა დარბაზი დატოვა.  გაღიზიანება ადგილზე უცხო პირის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც სურათებს უღებდა ყველას, ვინც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვას ესწრებოდა. 

მანამდე კი, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, ხოლო გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. 

ბრალდებულებისთვის ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას, სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კი 2 დღის წინ, 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ გუშინ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს.

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 

მსგავსი სიახლეები