სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია - პენიტენციური სამსახური

11.10.21 00:54
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია - პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესდა და შესაძლოა, მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

ყიფშიძის  თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება - თალასემია აქვს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-10 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.