აქცია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად - მოქალაქეებმა წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს

14.08.25 20:40
აქცია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად - მოქალაქეებმა წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს

თავისუფლების მოედანზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება -  სინდისის პატიმარ ჟურნალისტს სოლიდარობას მოქალაქეები უცხადებენ. მათ წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს.

მათი თქმით, ეს არის მდუმარე აქცია და ის მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პატიმრობაში მყოფმა მასწავლებელმა, ნინო დათაშვილმა მოითხოვა, მზია ამაღლობელსი მხრდასაჭერად შეკრებილიყვნენ.

აქციის მონაწილეებს ბანერები აქვთ წარწერით- ღირსებასთან მარცხდება რეჟიმი, იბრძოლე სანამ გვიანი არ არის, თავისუფლება მზია ამაღლობელს და სხვა.

ხელისუფლებამ ახლა გვითხრა ის, რაც თავიდანვე, მზიას დაკავებით გვითხრა, ასევე მრავალთვიანი სასამართლო პროცესებით, რომლსი განმავლობაშიც, მზიას მიმართ ერთი ადამიანური ნაბიჯი არ გადადგმულა, პირიქით, იმით იყვნენ დაკავებულები, მისთვის დაებრალებინათ ის, რაც არ ჩაუდენია და ასევე აგენტობა, ფულის აღება და ა.შ. ანუ გვითხრა ის, რომ მზიასგან ქმნიან მაგალითს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფიქრობენ, რომ ამით შეაშინებენ. რეალობა კი გვაცვენებს, რომ ვერ შეაშინეს ვერც მზია, რადგან მისი ხმა ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ვიდრე როდისმე, და ვერც დამოუკიდებელი მედია და სხვა პოლიტპატიმრები.  დღეს აქ ჩვენ იმიტომ ვდგავართ, რომ ნინო დათაშვილმა, კიდევ ერთმა სინდისის პატიმარმა, გვთხოვა, რომ მზიას თავისუფლებისთვის თავისუფლების მოედანზე წრე შეეკრათ, ის სოლოდარობა, რასაც სინდისის ყველა პატიმარი ერთმანეთის მიმართ გამოხატავას, ძალიან ამაღელვებელია, დიდ მოტივაციას აძლევს ადამაინებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ დღეს ციხეში ხელისუფლებას ჩაყრილი ჰყავს ძალიან ღირსეული ადამიანები, - განაცხადა თამარ რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები