მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარი თედო აბრამოვი გაამართლა

15.08.25 11:18
მოსამართლე  თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარი თედო აბრამოვი გაამართლა

სასამართლომ სინდისის პატიმარი თედო აბრამოვი  გაამართლა - გადაწყვეტილება თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

 “პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება” - თქვა განაჩენის გამოცხადებემდე მოსამართლემ.

მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

 თედო აბრამოვი თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას ღიმილით შეხვდა. 

  • თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
  • აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თედო აბრამოვი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ სამოქალაქო აქტივისტს ნარკოტიკები ჩაუდეს. 

მსგავსი სიახლეები