ყველა პატიმარი ჩემი შვილია, რამდენსაც გამოუშვებენ, ვითვლი, კიდევ რამდენი შვილი დამრჩა ციხეში - მარიზი კობახიძე

15.08.25 11:41
ყველა პატიმარი ჩემი შვილია, რამდენსაც გამოუშვებენ, ვითვლი, კიდევ რამდენი შვილი დამრჩა ციხეში - მარიზი კობახიძე

სინდისის პატიმარი, თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

სასამართლოს ეზოში მას გულშემატკივრები დახვდნენ, რომელთა შორის სინდისის კიდევ ერთი პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედაც იყო.

როგორც მარიზი კობახიძე ამბობს, თითოეული პატიმარი მისი შვილია და რამდენსაც გამოუშვებე, ითვლის კიდევ რამდენი “შვილი დარჩა ციხეში“.

ჩემი იმედები, ასე თუ ისე, გაამართლა თამარ მჭედლიშვილმა და მადლობა მას. არ ვიცი, რა იქნება ჩვენი პატიმრების განაჩენი, რამდენი პატიმარიცაა, ვთვლი, რომ იმდენი შვილია ჩემი  და რამდენსაც გამოუშვებენ, ვთვლი, მერე რამდენი შვილი დამრჩა ციხეში. აუცილებლად იქნებიან ისინი თავისუფლები, რადგან ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული ამ პატიმრისთვის. მივულოცავ თედოს და მის ოჯახს, ყველა დღე ვიქნება უფრო იმედიანად, - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

ფოტო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები