ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამ წუთას მე განვიცდი- თედო აბრამოვის დედა

15.08.25 11:58
ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამ წუთას მე განვიცდი- თედო აბრამოვის დედა

 

 

თედო აბრამოვის დედა სინდისის ყველა პატიმრის დედას გამძლეობას და იმ აფექტში ყოფნას უსურვებს, რომელსაც ახლა თავად განიცდის.

როგორც მან საკუთარ შვილთან სატელეფონო საუბრის დროს თქვა, სურვილი აქვს ყველა დედამ საკუთარი შვილი ჩაიხუტოს და სიხარულის ცრემლებით ატირდეს.

მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემ შვილს თანადგომას უცხადებდით. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, საბერძნეთში დღეს მარიამობაა და მისი მადლი და ძალა გფარავდეთ სულყველას. დიდი იმედი მქონდა დღევანდელი დღის და სრულიად უფალს ვიყავი მინდობილი. ვუსურვებ ყველა პატიმარს თავისუფლებას, ყველა დედას ეს ბედნიერება განეცადოს რომელსაც ამ წუთას მე განვიცდი, ყველა სინდისის პატიმარი გათავისუფლებულიყოს დროულად და ყველა ოჯახს ამოესუნთქოს. ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამ წუთას მე განვიცდი. ეს სიხარულის ცრემლები მალე განეცადოს და ყველას ჩაეხუტებინოს საკუთარი შვილი- უთხრა თედო აბრამოვის დედამ შვილს.

 

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და აბრამოვი დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მსგავსი სიახლეები