ბათუმი კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა - ბავშვთა კლინიკაში ჭერი ჩამოინგრა
ბათუმი კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა - ბავშვთა საავდმყოფოში ჭერი ჩამოინგრა. "ტვ პირველს" ინფორმაციით, იმ დროს პალატაში 4 პაციენტი იყო. დაშავდა ერთი პაციენტის მშობელი. მან მსუბუქი დაზიანება მიიღო.
საავდმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კლინიკაში რემონტი 9 წლის წინ გაკეთდა. პალატების შემოწმება კი ახლა დაიწყეს.
პალატა, სადაც ჭერი ჩამოინგრა, ახლა დალუქულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.