"ჩემ შვილს სამშობლოს სიყვარულს ედავებიან" - დავით ხომერიკის დედის პირველი განცხადება
"ჩემ შვილს სამშობლოს სიყვარულს ედავებიან" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის დედამ განაჩენის გამოცხადებით შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, დავით ხომერიკის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და "პირიქით, მოძალადეები თვითონ იყვნენ, ცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ, თავში ურტყეს".
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თქვენი აქ ყოფნისთვის, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
უბრალოდ მქონდა ცოტათი იმედი, რომ რაღაცნაირად ჩემ შვილს შეუმსუბუქებდნენ სასჯელს, 9 თქვე მეგონა, რომ საკმარისი იყო ამათთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ... ამ დროს არანაირი არაფერი მტკიცებულება არ არსებობს, ვიდეო მტკიცებულებები ექსპერტმა... პირიქით, მოძალადეები თვითონ იყვნენ, ცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ, თავში ურტყეს, რისი გულისთვის, სახლში მიდიოდა დილას 09:00 საათზე, თამარაშვილზე აიყვანეს ეგ და მაგისი ძმა, თავიდან ადმინისტრაციულით დააკავეს, მირეკავს გამომძიებელი ადმინისტრაციულით დავაკავეთო, რანდენიმე დღის მერე მეუბნება სისხლი აღიძრაო.
რატომ ხდება ეს უსამართლობა, ამ ჩვენს ქვეყანაში, რომ სამართალი არ არსებობს. რა უნდათ ამ ჩემ შვილს რას ედავებიან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? - ჩემი შვილი არის მუსიკოსი, თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? ჩაკვლაც უნდათ? ჩემი შვილი სულით თავისუფალია მაინც, ძალიან მაგარი ბიჭი მყავს, ამასაც გავუძლებთ, ამასაც გადავიტანთ.
ვიცი, რომ ეს რეჟიმი ადრე თუ გვიან მაინც დასრულდება იმიტომ, რომ ხალხი ჩვენს მხარეს დგას.
ვიცი, რომ მტკიცებულებები არ არსებობს - ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას...კი მე ვფიქრობ, რომ ღამე იყო აქციაზე, მაგრამ რადგან ღამე გაათენა და დილას უკვე სახლში მოდიოდა დაღლილი ეს ჩაუთვალეს მაგას დანაშაულად," - განაცხადა დავით ხომერიკის დედამ.
ცნობისთვის, ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავებოდა, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლით ჰქონდა წარდგენილი.