"გალუსტაშვილი ჯოჯოხეთში დაიწვება" - ნანუკა ჟორჟოლიანი ხომერიკის განაჩენის შემდეგ

15.08.25 15:58
"გალუსტაშვილი ჯოჯოხეთში დაიწვება" - ნანუკა ჟორჟოლიანი ხომერიკის განაჩენის შემდეგ

"მოსამართლე გალუსტაშვილი ჯოჯოხეთში დაიწვება" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის განაჩენის შემდეგ განაცხადა. 

ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნშნა, რომ ეს არის ყველაზე ცუდი რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს - ადამიანებს უჩენენ განცდას - "ნახე, ჩვენ ძაან ობიექტურები ვართ, ობიექტურები რომ არ ვიყოთ, მაშინ იმათაც არ გავუშვებდით".

ადამიანებს უჩენენ განცდას, რადგან კონკრეტული მუხლით ადამიანებს უშვებენ და ვიღაცებს არ უშვებენ. ადამიანებს უჩენენ განცდას - "ნახე, ჩვენ ძაან ობიექტურები ვართ, ობიექტურები რომ არ ვიყოთ, მაშინ იმათაც არ გავუშვებდით", ეს არის ყველაზე ცუდი რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს იმიტომ, რომ თუ მტკიცებულებებზეა... დღეს, თამარ მჭედლიშვილმა განაჩენში რითი იხელმძღვანელა - თვქა, რომ არ არსებობდა ვიდეომტკიცებულება და არ არსებობდა მყარი მტკიცებულებები, რაც მაგალითად აბრამოვზე მისჯის საშუალებას მისცემდა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ხომერიკის საქმეშიც, მაშინ ხომერიკთან რით იხელმძღვანელა გალუსტაშვილმა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოსამართლეები არ იღებენ ამ განაჩენებს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას განაჩენთან დაკავშირებით მოსამართლე არ იღებს...

გალუსტაშვილს ყველაზე მეტად არ გაუმართლა იმიტომ, რომ ის არის მოსამარლთელ რომელსაც, ანუ მჭედლიშვილს გამოაცხადებინეს, მანამდე ახობაძესთან დაკავშირებით... რითიც ხელმძღვანელობენ აბრამოვზე და ახობაძეზე, უნდა გამოუშვან ნიკა კაციაც, უფრო მძიმე საქმეა პროკურატურისკენ. გალუსტაშვილს არ აღირსებენ იმიტომ, რომ გალუსტაშვილი ჯოჯოხეთში დაიწვება, დღევანდელი განაჩენისთვის ყველაზე მეტად," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

ცნობისთვის, ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავებოდა, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები