ჩაქვში ტრაილერი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

11.10.21 10:31
ჩაქვში ტრაილერი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

ჩაქვში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა. ajaratv.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოგვიანებით ტრაილერი ორ სატვირთო და ერთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილია ორი პაციენტი, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან მედიკოსები. 

შემთხვევის ადგილას პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის გამო გადაადგილება გართულებულია და საავტომობილო გზაზე საცობია. 

წყარო: ajaratv.ge