ადვოკატი: ხომერიკის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება
დავით ხომერიკის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სინდისის პატიმრის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
მისი თქმით, დავით ხომერიკს ედავებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების ან ნივთის ქონას, თუმცა ვერ დასტურდება, რომ ეს ნივთი მას ნამდვილად ჰქონდა. "ამას ადასტურებდა პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ნაწილში, ამ საქმეზე მოსამართლე გალუსტაშვილს პოლიტიკური დავალება გამართლების თაობაზე არ ჰქონდა მიღებული".
მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიციაზე მყოფი კობახიძის განცხადება აღმოჩნდა მორიგი ფლიდობა, როდესაც თითქოს მან გააკეთა განცხადება, რომ რაღაც ტიპის მტკიცებულებითი სტანდარტი არსებობს სასამართლოში. ბუნებრივია, ასეთი სტანდარტი არც არსებულა და არც ამჟამად არსებობს, უფრო მეტიც, კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი რომ მოვარგოთ დავით ხომერიკის საქმეს, ჩვენ ვნახავთ, რომ არცერთი ის კომპონენტი, რომელიც ამ მართლა მლიქვნელმა ადამიანმა პირდაპირ ეთერში გააჟღერა, ამ საქმეში არ არის დაცული. ამ საქმეში არათუ ვიდეო მასალა არ არის რაიმე ტიპის ჩხრეკის ან რაიმე ტიპის დანაშაულის დამადასტურებელი, არამედ არ არსებობს სისხლის სამართლებრივი წესით შედგენილი არცერთი საპროცესო პირველადი დოკუმენტიც კი. შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმარი ხომერიკი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით და პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაკავების დროს და შემდეგ 2 საათის განმავლობაში მას ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ უპოვეს, ხოლო 2 საათის შედეგ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მას სასწაულებრივად აღმოუჩინეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები.
ჩვენ, გარკვეული ბუნდოვანი მოლოდინები, რა თქმა უნდა, გვქონდა და ცხადია, როდესაც მე პირადად ვუყურებდი იმას, რომ გარკვეული რეპრესიული პოლიტიკა შერბილდა "ქართული ოცნების" მხრიდან, გარკვეული იმედები გამიჩნდა, თუმცა, ბუნებრივია, ყოველთვის ვუშვებდით და ვიცოდით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დამოკიდებული იყო არა მოსამართლის მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე, არამედ პოლიტიკურ დაკვეთაზე, რომელიც არსებობდა. მე არ ვიცი, ამ საქმის დიფერენციაცია რით მოხდა, შესაძლებელია მოხდა თავად ბრალდების შინაარსით. იცით, რომ ხომერიკთან ნარკოტიკის ჩადება არ მომხდარა, აქ მას ედავებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების ან ნივთის ქონას, თუმცა ვერ დასტურდებოდა და ვერც დასტურდება ის, რომ ეს ნივთი მას ნამდვილად ჰქონდა. ამას ადასტურებდა პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ნაწილში, ამ საქმეზე მოსამართლე გალუსტაშვილს პოლიტიკური დავალება გამართლების თაობაზე არ ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, დღეიდან უკვე გვყავს მორიგი პოლიტიკური მსჯავრდებული, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუსაჯა სანქცია," - განაცხადა თუთბერიძემ. (ipn.ge)
ცნობისთვის, ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავებოდა, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლით ჰქონდა წარდგენილი.