საქართველოში გლოვის დღეა - ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა

11.10.21 10:47
საქართველოში გლოვის დღეა -  ქვეყნის მასშტაბით  სახელმწიფო დროშები დაეშვა

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

პრემიერის განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

მსგავსი სიახლეები