ერთით მეტი სინდისის პატიმარი თავისუფლებაზე - 22 წლის თედო აბრამოვს სისტემამ ბრალი ვერ დაუმტკიცა
სინდისის პატიმარი თედო აბრამოვი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით უდანაშაულოდ გამოცხადდა და სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აბრამოვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოდ ცნო და პროკურატურის პოზიცია „ცრუ პროპაგანდად“ მოიხსენია. მისი თქმით, პოლიციის ჩვენებებს არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ენდოს სასამართლო, რადგან ისინი პრეზუმციის თანასწორად ვერ ჩაითვლება.
ეს გადაწყვეტილება იმედს აძლევს სხვა სინდისის პატიმრების ოჯახებს, რომ ცრუ ჩვენებების საფუძველზე დაკავებულებიც მალე დატოვებენ საპატიმროს.
„გავიმარჯვებთ!“ - ამ სიტყვებით მიმართა აბრამოვმა თავისუფლების მიღების შემდეგ ციხეში მყოფ თავის თანამებრძოლებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.