"მონა!" -მოსამართლე გალუსტაშვილის მორიგი გამამტყუნებელი ვერდიქტი

15.08.25 20:08
"მონა!" -მოსამართლე გალუსტაშვილის მორიგი გამამტყუნებელი ვერდიქტი

"მონა!" - ეს იყო ერთადერთი შეფასება, რომელიც დღეს ნინო გალუსტაშვილმა ხალხისგან დაიმსახურა. მოსამართლემ დღეს 4 წლით და ექვსი თვით პატიმრობაში გაუშვა დავით ხომერიკი, სინდისის პატიმარი, რომლის წინააღმდეგაც საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. 

30 წუთი - დაახლოებით ეს დრო დასჭირდა გალუსტაშვილს იმ განაჩენის გამოსაცხადებლად, რომელიც მისგან აღარავის  გაჰკვირვებია. გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. "ჩემთვის პატივია" -  თქვა პატიმრობაში გაშვებულემა მუსიკოსმა და ამის შემდეგ ის სხდომათა დარბაზიდან ბადრაგებმა გაიყვანეს. 

ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდა მუსიკოსს, ეგრედწოდებული მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავებიან, თუმცა უკვე თვეებია ადვოკატიი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულიაა და ერთადერთ მიზანი ბრალდებულის დასჯაა ქუჩიდან ევროპული მომავლის დაცვის გამო. საბრალდებო სკამიდან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს დავით ხომერიკმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში სიმართლე დასჯადია და სამართალი ძნელი საპოვნელი.

რის აფეთქებას აპირებდა დავით ხომერიკი? საქმის განხილვა ისე დასრულდა, რომ ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაშ საქმის პროკურორი ამბობდა, რომ დაკავებული სიცოცხლისსთვის საშიშ ნივთიერებას ამზადებდა, თუმცა ამის დასადასტურებლად მტკიცებულება პროკურორს ბოლო სხდომაზეც კი არ მიუტანია. საქმის მასალების მიხედვით, ხომერიკს ზურგჩანთაში უპოვეს აალებადი ნივთიერება. ბრალდების ვერსია აბსურდულია დაკავებული მამაკაცის ნათესავებისთვისაც. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები