მორჩილება ან დაკავება - კუპრაშვილის უწყება მესამე სექტორის წინააღმდეგ მოქმედებაზე გადადის
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადადის. 6 არასამთავრობო ორგანიზაციას მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს და დაუანონსეს, რომ თუ აგენტების ბაზაში არ დარეგისტრირდებიან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება ანუ დააკავებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
რაჟდენ კუპრაშვილის უწყებისგან ექვსივე არასამთავრობო ორგანიზაციამ იდენტური წერილი მიიღო - ყველა წინადადება მსგავსია - განსხვავდება მხოლოდ ორგანიზაციების დასახელება, თუმცა წერილს დასაბუთება აკლია. არ წერია, რაში გამოიხატება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სამართალდარღვევა ან რას უთვლის პოლიტიკურ აქტიურობად, არც იმას აკონკრეტებს, რომელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთი, რაც გარკვევით უწერია, არის ის, რომ მათ კანონის ძალით დასჯით.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მაგალითად, იცავენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, რელიგიური უმცირესობების ინტერესებს ან განათლების პროგრამებში არიან ჩართულები, სვამენ კითხვას, რომელი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად უნდა ჩაითვალონ ისინი, როცა ძალადობის მსხვერპლებს ან სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.