160 ათასი ფურშეტებში - უქმნის თუ არა "ოცნება" ცესკოს წინასაარჩევნოდ სრულ ფუფუნებას?
მხოლოდ ერთ თვეში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 160 000 ლარი მხოლოდ ხაჭაპურებში, ლობიანებში ღვეზელებსა და პიცაში გადაიხადა. ხალხის ფულით სუფრები უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში იშლებოდა და 10 ათასობით ლარი იხარჯებოდა. მაგალითად, მხოლოდ ბათუმის საოლქო კომისიას ერთ კვირიანი მენიუ ჯამში 4000 ლარი დაჯდა. მენიუში კი 76 იმერული ხაჭაპური, 64 ლობიანი და 58 პიცა პეპერონი იყო.
2090 ლარი დაუჯდა ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას 20 დღიანი პროექტი არჩევნები და ელექტრონული კომუნიკაციები. მენიუში 209 ხაჭაპური, ამდენივე ლობიანი, და იგივე რაოდენობის პიცაა. შედარებით მრავალფეროვანი მენი ჰქონდათ გურჯაანში, სადაც ქათმის მწვადთან, ჰოთდოგთან და ბუტერბროდთან ერთად მენიუში დესერტიც იყო. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წერების კვებითი მომსახურება ჯამში 2090 ლარი დაჯდა.
მაშინ, როდესაც არჩევნებს არცერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აკვირდება, როდესაც არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ნაწილი მონაწილეობას საერთოდ არ იღებს, რატომ და ვისთვის ხარჯავს გიორგი კალანდარიშვილი ასი ათასობით ლარს საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტიდან? ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიას დიდ პრივილეგიებს იმიტომ უქმნიან, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნების" დავალებები შეასრულონ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.