არის თუ არ მზად რუსი დიქტატორი მშვიდობისთვის? - ტრამპი-პუტინის ისტორიულ შეხვედრამდე სამი საათი რჩება

15.08.25 20:21
არის თუ არ მზად რუსი დიქტატორი მშვიდობისთვის? - ტრამპი-პუტინის ისტორიულ შეხვედრამდე სამი საათი რჩება

სამი სააათი ისტორიულ შეხვედრამდე - ტრამპის და პუტინის თვითმფრინავები ანკორიჯისკენ მიემართებიან. "ფსონები მაღალია" - ამ ორი სიტყვით დატოვა დღეს თეთრი სახლი შტატების პრეზიდენტმა. დღევანდელი შეხვედრა ომს ვერ დაასრულებს, თუმცა ხვალ უკვე ცნობილი იქნება, არის თუ არ მზად რუსი დიქტატორი მშვიდობისთვის. ტრამპი ამბობს, რომ ეს საუბრის დაწყებიდან 5 წუთში ეცოდინება. 

ალასკაზე პუტინს წითელ ხალიჩას დაახვედრებენ, მაგრამ ოფიციალური პროტოკოლის გარდა, რუს დიქტატორს არაოფიციალური დახვედრაც ელოდება. ანკორიჯში უკრაინული დროშები ფრიალებს. მოსახლეობა პუტინს საპროტესტო აქციით ხვდება. ახლა მთელი მსოფლიო იმ მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება, რომელმაც 3 წლიანი ომის ბედი უნდა გადაწყვიტოს. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები