თბილისში უკრაინის სოლიდარობის მარში მიმდინარეობს
თბილისში უკრაინის სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაპირველად შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. ისინი რუსთაველის გამზირზე უკრაინული სიმბოლიკით არიან წარმოდგენილები.
უკრაინა გაიმარჯვებს მალე! დღევანდელი ჩვენი აქცია არის მხარდამჭერი ჩვენი მეგობარი, ჩვენი მებრძოლი გმირი ერის, რომელლიც იბრძვის იმავე მტრის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი საერთო მტერია და რომესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა. უკრაინა არის მაგაითი ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ვაჟკაცობის, თავისი ქვეყნის ნებისმიერ ფასად დაცვის და შევიკრიბეთ იმიტომ, რომ იცით, დღეს შეხვედრაა ალასკაზე პუტინის და ტრამპის, დიდი მოლოდინები არ გვაქვს მაგრამ უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ეს ვიცი!, - ამბობს მოქალაქე.
ცნობისთვის, დღეს, ალასკაზე, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეხვდებიან.
[ფოტო: "პუნლიკა"]