რიკოთზე ავტომობილს, რომლითაც ლევან ხაბეიშვილი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა
რიკოთზე ავტომობილს, რომლითაც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკუნა ჟვანია წერს.
მისი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხაბეს, ვახლდი სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე და იქედან წამოსულებს , რიკოთზე გზაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა !!! 1 წუთიც და ჰაერში ავიწეოდით ... ღმერთით, ბედად მძღოლებმა მიგვახვედრეს, რომ ავტომობილს ცეცხლი ეკიდა. ყველა უვნებელი და მშვიდობიანად ვართ !!! მადლობა უფალს!" - წერს მაკუნა ჟვანია.