ბათუმში ბინის კედლების ნგრევას მუშები, ამავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით ახდენდნენ - ადვოკატი

11.10.21 10:57
ბათუმში ბინის კედლების ნგრევას მუშები, ამავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით ახდენდნენ - ადვოკატი

ბათუმში, საცხოვრებელი ბინის კედლების ნგრევას მუშები, ამავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით ახდენდნენ - სკანდალური განცხადება საქმეზე ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ გააკეთა. 

უფლებადამცველის თქმით,  საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო.

ამასთან, კაპიძის მტკიცებით, სარემონტო სამუშაოები მხოლოდ პირველ სართულზე არსებულ ბინაში მიმდინარეობდა და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სამუშაოები სახლის სარდაფსა და საძირკველზე მიმდინარეობდა. 

 საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო. ეს დადგენილი არ არის. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა ეს სახლი მაშინ, როდესაც ეს არის აბსოლუტურად სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ დასადგენი გარემოება. თუ რამ გამოიწვია ნგრევა, ამაზე მე, პროკურორი, მოსქამართლე ცალსახად, მტკიცებულებების გარეშე ვერ ვიმსჯელებთ. 

გავრცელებული ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში და საძირკველთან მიმდინარეობდა სამუშაოები, სინამდვილეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა. სარემონტო სამუშაოები პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში მიმდინარეობდა, ეს იყო შიდა კედლების დემონტაჟი.

ის პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ სახლში კედლების დემონტაჟი განხორციელდა იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიზანმიმართულად არ ვასახელებთ ვინაობას, რადგან ეს ბევრისთვის ძალიან მტკივნეული იქნება“, - განაცხადა პაპიძემ.

მსგავსი სიახლეები