პროტესტი ქალთა ციხეში - პატიმარს მეხუთე დღეა პირი აქვს ამოკერილი

16.08.25 13:30
პროტესტი ქალთა ციხეში - პატიმარს მეხუთე დღეა პირი აქვს ამოკერილი

ქალთა ციხეში დახმარებას ითხოვენ - ქალი პატიმარი საპყრობილეებში არსებულ მძიმე ვითარებას და არაადამიანურ პირობებს აპროტესტებს. 

როგორც ის "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, უკვე მეხუთე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, შიმშილობს და პირი აქვს ამოკერილი. 

ირკვევა, რომ მცირეწლოვანი შვილების დედას უდოზე უარს ეუბნებიან.

პატიმარი ქალი ამბობს, რომ დახმარების თხოვნით სახალხო დამცველს და ციხის დირექტორსაც მიმართა, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა. 

"ძალიან ბევრი დარღვევაა. უდო არ აშემეხო. 4 თვე დამრჩა, ამოვიკერე პორი და დავიწყე შიმშილობა, მივიღე უკიდურესი გადაწყვეტილება. მაღაზია ძვირია, წყალი არგვაქ. მინდა ხალხმა იცოდეს რა ხდება აქ. 
მივმართე სახალხო დამცველს, მივმართე ციხის დირექტორს, მაგრამ არანაირი რეაგირება მოუხდენიათ, ისინი ადამიანის ბედით თამაშობენ. თითქოს არც ვარსებიბთ, არაადამიანური დამოკიდებულებაა. 

უდოზე უარს მეუბნებიან სულ.  არანაირი დარღვევა არ მაქ, მაგრამ მაინც უდოზე სულ უარია. მე პატარა შვილები მყავს, ისინი საქართველოში გაიზარდნენ, მე მათზე ვდარდობ. 

დოკუმენტებში წერენ, რომ ვშიმშილობ ეს კანონია დარღვევაა, რატომ არ მაქ ამის უფლება, როცა მათ შორის იმის გამოც ვშიმშილობდი, რომ ჩემი შვილები მენახა. 

საჭმელიც ისეთია, რომ ჭამა არშეიძლება. მინდა სახელმწიფო ზრუნავდეს ჩვენზე. 

აქ ერთი კვირა იყო სახალხო დამცველის კომისია, მაგრამ შედეგი არაფერი."- ამბობს პატიმარი ქალი. 

მსგავსი სიახლეები