გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს - სინიპტიკოსები იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.
მათივე პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, საფრთხის დონე საშუალოა.