არსებული ინფორმაციით, მარნეულში ახალგაზრდა ქალმა, საქმრო ქორწილის წინა დღეს დაჭრა
მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა - ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.
როგორც გამოცემას თვითმხილველები უყვებიან, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი დანით დაჭრა.
ამ დროისთვის ლესელიძის ქუჩაზე საპატრულო და სასწრაფოს ბრიგადებია მობილიზებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.