ტრაგედია ბათუმში - დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს, არ გამომიღია, მაბრალებენ" - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო პროცესზე.
საქართველოს პროკურატურამ კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ პირველი სართულის ბინის მეპატრონესა და ორ მუშას ბრალდება გუშინ წარუდგინა.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ 9 ადამიანია გარდაცვლილი, ამ დრომდე მძიმეა ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცის მდგომარეობა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.
კორპუსი ბათუმში, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.
უმძიმესი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.