ბრაჭველი: გოცირიძე ჯიბეში დანით და გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა, პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვეს
იურისტი საბა ბრაჭველი რუსთაველის აქციის მონაწილეების, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ორივე მათგან აქციებიდან კარგად იცნობდა.
ბრაჭველი ამბობს, რომ იმ დღეს, როდესაც ბექა გოცირიძე რუსთაველზე დანით შევარდა, მაშინ სწორედ ამ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძემ წაართვეს მას დანა და გადასცეს პოლიციას, დღეს შსს- ეს ადამიანები დააკავა.
ბიჭებო, ბექა გოცირიძეს აუცილებლად ვნახავთ თქვენთან ბოდიშების მოსახდელად ჩოქვით მოსულს - წერს ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
რუსთაველზე ჩემი და თორნიკეს [შერვაშიძის] "სამორიგეო" ადგილები გვერდიგვერდ, — ზედ შუა გზაზე, ორღერძულა ხაზთან დაემთხვა. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს რუსთაველამდეც ვიცნობდით და მერე მისი ნახვა განსაკუთრებით მიხაროდა ხოლმე.
მე არ ვყოფილვარ იმ საღამოს, როცა ნაკაცარმა ბექა გოცირიძემ ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი. დანა ამოუვარდა, ბიჭებმა ის პატრულს გადასცეს და დააოქმებინეს. პატრულმა გაიყვანა თვითონ ის არაკაციც, აქედან ყველანაირი ექსცესების და შეურაცხყოფების გარეშე.
ანუ: ეს გოცირიძე ჯიბეში დანით და ხმამაღალი გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა, და პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვეს, შემდეგ პატრულს გააყვანინეს, და ვინ იცის, იქ მყოფი სხვა ადამიანები რამხელა უბედურებისგან გადაარჩინეს.თორნიკე, აუცილებლად და მალე შევხვდებით ისევ ჩვეულ ადგილას, მინდიასთან ერთად. ბურთსაც ისევ გააგორებ. ბექა გოცირიძესაც აუცილებლად ვნახავთ თქვენთან ბოდიშების მოსახდელად ჩოქვით მოსულს. შენნაირი ადამიანები გვყავს და ამიტომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არ შეიძლება", - წერს იურისტი საბა ბრაჭველი.
პირი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, ორი აქტივისტი დააჭერინა, ბექა გოცირიძეა - საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. გავრცელებული ინფორმაციით, მან კარიერა იმით დაასრულა, რომ ნასვამი მანქანით გადავარდა ხიდიდან და სასწაულით გადარჩა.
ცნობისთვის, შსს-მ დღეს 2 პირი დააკავა. გელა გელაძის უწყება ირწმუნება, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულები არიან თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.