მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შვილები მივიდნენ
რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შვილები მივიდნენ.
ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მამას ციხეში შეხვდნენ.
ამ დროისათვის მესამე პრეზიდენტთან იმყოფებიან ადვოკატები ბექა ბასილაია, ნიკა გვარამია და გიორგი გელხაური.