საცოლემ საქმრო და მისი თანმხლები ქალი დანით დაჭრა - "პირველებმა" სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაარკვია

17.08.25 11:11
საცოლემ საქმრო და მისი თანმხლები ქალი დანით დაჭრა - "პირველებმა" სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაარკვია

სისხლიანი გარჩევა მარნეულში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქალმა, რომელმაც საქმრო ქორწილის წინა დღეს, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად აღმოაჩინა, ორივე დანით დაჭრა. 

ადგილობრივები "პირველებს" მომხდარის შესახებ უყვებიან. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდაპირველად ლესელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-7 სართულიდან ყვირილის ხმები გაიგეს, შემდეგ კი დაინახეს როგორ გამორბოდა დაჭრილი კაცი ბინიდან და შველას ითხოვდა. სისხლის კვალი სადარბაზოსა და ეზოში ამ დრომდე რჩება. 

გავიგონეთ ხმები გარედან. გავაღეთ კარი და ძალიან არაეთიკური სიტყვებით ყვიროდა, რომ "გააღე კარებიო". ქალები ყვიროდნენ. საბოლოოდ, გააღეს როგორც იქნა და რომ გააღეს, მალევე გამოიქცა ახალგაზრდა ბიჭი, ყელშ იყო დაჭრილი, სისხლის სდიოდა, ლიფტს ვერ დაელოდა და კიბეებით ჩავიდა ქვევით და მთელი ეს სისხლები მაგისია, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. 

დროებით ჰქონია ნაქირავები ამ გოგოს საქმროს ამ კორპუსში ბინა და აყვანილი ჰყავდა ვიღაც სხვა ქალი. არ ვიცი ამას საიდან გაუგია, მიუვარდა და დანით დაჩექა ორივე ეჭვიანობის ნიადაგზე. ორ დღეში ქორწილი ჰქონდათ და აბა, რა იქნებოდა. დიდი ამბავი იყო: სასწრაფო, პოლიცია. მგონი გაიქცა და ვერ აკავებენ იმ ქალს, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბრალდებულ ქალს, მისი დაკავების შესახებ შსს ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები