გორის სამხედრო ჰოსპიტალში მასშტაბური გათავისუფლებები დაიწყო
სამხედრო ჰოსპიტალში მასშტაბური გათავისუფლებები დაიწყო - სრულად დაიხურა რეაბილიტაციის განყოფილება.
"პირველების" ინფორმაციით, სამსახურის გარეშე დაახლოებით 200 ადამიანი დარჩა. უკვე ყოფილი თანამშრომლები აღნიშნულ პროცესს „საკადრო წმენდას“ და პოლიტიკურ ნიშნით დევნას უწოდებენ.
როგორც ცნობილია, დათხოვნილთა მნიშვნელოვან ნაწილს ხელმოწერილი ჰქონდა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიცია.
გათავისუფლებული თანამშრომლების დიდი ნაწილი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.