არასდროს დაიკარგება შენი ბრძოლა! - ნინო ქათამაძემ კონცერტი სინდისის პატიმარ დავით ხომერიკს მიუძღვნა
არასდროს დაიკარგება შენი ბრძოლა! - ამ სიტყვებით გამოუცხადა სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო ქათამაძემ სინდისის პატიმარს, დავით ხომერიკს - ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც "ოცნებამ" 4 წლითა და 6 თვის ვადით ციხეში გაუშვა. ნინო ქათამაძემ მთელი კონცერტი სწორედ საქართველოს თავისუფლების მერბრძოლ პატიმარს მიუძღვნა.
ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ჩვენი ახალგაზრდა, ძვირფასი მებრძოლები დატყვევებულები არიან, მაგრამ ჩვენი თავისუფალი ხმა გვინდა, რომ მათ გავაგონოთ და მინდა, მთელი ეს კონცერტი მივუძღვნა დავით ხომერიკს, მუსიკოსს, რომელიც სახლში მიდიოდა. არასდროს დაიკარგება მისი თავისუფალი ხმა, - თქვა ნინო ქათამაძემ.