სისხლიანი გარჩევა მარნეულში - პოლიციამ ბრალდებული ქალი და მისი ორი თანამზრახველი დააკავა
სისხლიანი გარჩევა მარნეულში - პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავა. ინფორმაცას შსს ავრცელებს.
საქმე ეხება ქორწილის წინ მომხდარ ინციდენტს, სადაც საცოლემ საქმრო და მისი თანხმლები ქალი ცივი იარაღით დაჭრა.
შსს-ს ცნობით, საქმეში ბრალდებულს კიდევ ორი თანამზრახველი ჰყავდა. სამივეს 7 წლამდე პატმრობა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.
სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.