"ანწუხელიძე უკვდავია!" - სინდისის პატიმრების მშობლებმა ეროვნულ გმირს პატივი მიაგეს

17.08.25 13:59
"ანწუხელიძე უკვდავია!" - სინდისის პატიმრების მშობლებმა ეროვნულ გმირს პატივი მიაგეს

რუსების და ოსების მიერ წამებით მოკლულ  გიორგი ანწუხელიძეს პატივი მიაგეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა. უკანონო პატიმრების ახლობლებმა "ქართულ ოცნებას" დღეს კიდევ ერთხელ და დამარცვლით აუხსნეს, რატომ არ არის "უაზრო პიარს შეწირული" გიორგი ანწუხელიძე. დედები ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისთვის" უცხოა სამშობლოსთვის თავის გაწირვა. 

ხვალ საქართველოს ეროვნულ  გმირს - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მოკლულ ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა.

ახლა მე მინდა, მივმართო ირაკლი კობახიძეს აქედან, ანწუხელიძის მემორიალდან. ანწუხელიძე ებრძოდა რუსეთს და ანწუხელიძე არის გმირი. ვთვლი, რომ ჩემი შვილი მაშინ რომ ყოფილიყო ამ ასაკში, რა ასაკშიც დღეს არის, ის აუცილებლად წავიდოდა ომში და დაიცავდა თავის ქვეყანას. ასევე ყველანი წავიდნენ ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, ირაკლი კობახიძე არის მშიშარა, ირაკლი კობახიძე არის უსინდისო და უნამუსო ადამიანი და მე მაინტერესებს, ირალის კობახიძის დედას დავუსვამდი კითხვას: როგორ გაზარდე ასეთი უსინდისო შვილი, რომელიც დღეს გმირებს ეძახის "უსინდისოს", დღეს ჩვენს პატიმრებს ეძახის "უსინდისოს", რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ უნდათ, იყვნენ რუსეთის მონები მათსავე, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე. 

დღეს სინდისის პატიმრების მშობლებს კახეთში მალხაზ მაჩალიკაშვილი მასპინძლობდ, სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ, თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზეც მივიდნენ.  

მსგავსი სიახლეები