სისხლიანი სასიყვარულო დრამა მარნეულში - დაჭრილი საქმრო ამტკიცებს, რომ დაზიანებები თავად მიიყენა
სასიყვარულო დრამა მარნეულში - 25 წლის ქალმა ჯერ საქმრო კისრის არეში დაჭრა, შემდეგ კი ნაქირავებ ბინაში მიყვანილი ქალი სხეულის არეში დასერა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტმა შოკში ჩააგდო მთელი კორპუსი: შაბათ დილით სადარბაზო სისხლით იყო შეღებილი.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 25 წლის ქალი ინიციალებით ნ.ა., თუმცა ის მარტო არ მოქმედებდა. შეტაკებაში მისი ორი ნათესავიც მონაწილეობდა.
ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა ჯერ სცემეს საქმრო და მისი თანამგზავრი, შემდეგ კი პატარძალს შურისძიებაში დაეხმარნენ. ორივე დაზარალებული ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაშია გადაყვანილი.
ღალატში მხილებული მამაკაცი გამოძიებასთან ამტკიცებს, რომ აღელდა და დაზიანებები თავად მიიყენა. არ არის გამორიცხული, დაკავებულ ქალებს მუხლი გადაუკვალიფიცირდეთ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.